თბილისში მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისთვის 3 პირი დააკავეს

თბილისში მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისთვის 3 პირი დააკავეს

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, მხილებულ იქნა სამი წევრისგან შემდგარი ჯგუფი.

 გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები, გაყალბებული, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში მდებარე 3 263 კვ.მ. მიწის ნაკვეთს.

ბრალდებულებმა ნაკვეთი თავის სახელზე დაარეგისტრირეს და მისი ერთი ნაწილის - 1 263 კვ.მ - ის რეალიზაცია მოახდინეს. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დამნაშავე პირები იმ მომენტში ამხილეს, როდესაც ისინი მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთის მეორე ნაწილის - 2 000 კვ.მ-ის რეალიზაციას ახდენდნენ.

გამოძიების ამ ეტაპზე დაკავებულია ორი პირი, ხოლო ერთი - მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები