ამერიკულმა "სტრაიკერებმა" საქართველოს ქალაქებში მარშირებით ჩაიარეს

ამერიკულმა "სტრაიკერებმა" საქართველოს ქალაქებში მარშირებით ჩაიარეს
31 / 07 / 2017 18:06

„ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე ამერიკულმა საბრძოლო ჯავშანმანქანის -„სტრაიკერი“ კონვოიმ საქართველოს ქალაქებში მარშირებით ჩაიარა. სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით გადაადგილებისას ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორის კოლონა ქუთაისის, ზესტაფონისა და ხაშურის ცენტრებში გაჩერდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშებით შეხვდა. მოქალაქეებს სამხედრო ტექნიკის დათვალიერებისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალებაც მიეცა. „სტრაიკერების“ კონვოიმ გორისა და თბილისის ქუჩებიც მოიცვა. 

დღესვე ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორის კოლონების მარშირება ვაზიანში, „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების არეალში დასრულდა და ხვალიდან უშუალოდ წვრთნებში ჩაერთვება.

ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერი“ „ღირსეულ პარტნიორში“ პირველად მონაწილეობს. ასევე, პირველად განხორციელდა სწავლებაში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით - ფოთის პორტიდან ვაზიანში.      

მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველო წელს უკვე მესამედ მასპინძლობს. ამჯერად სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა. ,,ღირსეული პარტნიორი 2017“ აშშ-ის ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლებების ციკლის ნაწილია, რომელიც 7 ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება. ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო სწავლებები ,,SABER GUARDIAN 2017“ ბულგარეთში, რუმინეთსა და უნგრეთში, ხოლო ,,SEE BREEZE” - უკრაინაში. სწავლებებში სულ 50 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ერთი ქვეითი ასეულის და ერთი ოცეულის შემადგენლობითაა ჩართული. ამ სწავლებების გაგრძელებაა ,,NOBLE PARTNER 2017“.

,,ღირსეული პარტნიორი 2017“ ემსახურება სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და NRF-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება