ციხისძირის ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე უძველესი საბრძოლო და შრომის იარაღები აღმოაჩინეს

ციხისძირის ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე უძველესი საბრძოლო და შრომის იარაღები აღმოაჩინეს
01 / 08 / 2017 15:30

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პეტრას ციხის ახალ აღმოჩენებს გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად არქეოლოგიური გათხრების ადგილზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინიტრი ინგა შამილიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში და სხვა ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მთავორბა ავრცელებს. 

სოფელ ციხისძირის ისტორიული ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო და შრომის იარაღები სულ რამდენიმე დღის წინ მორიგი არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.

აღმოჩენილია რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და განძი (95 ვერცხლის მონეტა). აქვე აღმოჩნდა ადამიანის დამწვარი ძვლების ფრაგმენტები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მებრძოლები ციხის დაცვას შეეწირნენ. კოშკის დაწვისა და დანგრევის შემდეგ, მისი აღდგენა არავის უცდია. ამის გამო უცვლელად იქნა შემონახული პეტრას ციხეზე VI საუკუნეში წარმოებული ბრძოლის შედეგები.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პეტრას ციხეზე არქეოლოგიური გათხრები 2 წელია მიმდინარეობს. მიმდინარე წელს არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად სოფელ ციხისძირში მდებარე ისტორიულ ციხე-ქალაქში სხვა უნიკალური მასალებიც იქნა აღმოჩენილი. როგორც არქეოლოგები ვარაუდობენ, კოშკი, რომლის არქეოლოგიური შესწავლა მოხდა, დაიწვა და დაინგრა ეგრისის სამეფოს ტერიტორიაზე წარმოებული ბრძოლის დროს, როცა ბიზანტია და ირანი ეგრისისათვის ერთმანეთს ეცილებოდნენ.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ასლანიშვილმა მთავრობის თავმჯდომარეს პეტრას ციხე-ქალაქის ტერიტორიის განვითარების გეგმა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ციხის მიმდებარედ ვიზიტორთა ცენტრი და სხვა ტურისტული სივრცეები აშენდება. 2 მილიონიანი პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება. მიმდინარე წელს აღნიშნული სამუშაოებისთვის 400 ათასი ლარია გამოყოფილი.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

ახალი სტატიები

    ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი: სამი ქართველი1/4 ფინალშია

ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი: სამი ქართველი1/4 ფინალშია

    აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ვიზიტი მიუღებელი და შეუსაბამოა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ვიზიტი მიუღებელი და შეუსაბამოა

    მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ძველი და ახალი ჰიმნით დახურეს - პატარიძე ჩემპიონია! (ვიდეო)

მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ძველი და ახალი ჰიმნით დახურეს - პატარიძე ჩემპიონია! (ვიდეო)

    როგორ მზადდება "სინორი" - რეცეპტი სხალთა-ხიხანის ხეობიდან (ვიდეო)

როგორ მზადდება "სინორი" - რეცეპტი სხალთა-ხიხანის ხეობიდან (ვიდეო)

    ხვალ საფრანგეთის რკინიგზის ექსპერტთა და საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების შეხვედრა გაიმართება

ხვალ საფრანგეთის რკინიგზის ექსპერტთა და საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების შეხვედრა გაიმართება

    გიორგი კვირიკაშვილი: ამერიკული ბიზნესისთვის უფრო მეტად საინტერესო ვხდებით

გიორგი კვირიკაშვილი: ამერიკული ბიზნესისთვის უფრო მეტად საინტერესო ვხდებით

    ციხისძირის ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე უძველესი საბრძოლო და შრომის იარაღები აღმოაჩინეს

ციხისძირის ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე უძველესი საბრძოლო და შრომის იარაღები აღმოაჩინეს

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება