გიორგი კვირიკაშვილი: ამერიკული ბიზნესისთვის უფრო მეტად საინტერესო ვხდებით

გიორგი კვირიკაშვილი: ამერიკული ბიზნესისთვის უფრო მეტად საინტერესო ვხდებით

 

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აშშ-მ ძალიან დიდი ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს ბოლო 25 წლის გნმავლობაში.

„დღეს ჩვენ დღეს მოხარული ვართ, რომ ჩვენ უფრო მეტად საინტერესო ვხვდებით ამერიკული ბიზნესისთვისაც. ჩვენ დღეს გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო, კორუფციისა და ბიუროკრატიის ძალიან დაბალი მაჩვენებელითა და დაბალი გადასახადებით, რაც ამერიკული ბიზნესისთვის სარგებლის პოვნის საუკეთესო შესაძლებლობა გახლავთ.

ჩვენი მიზანია, ამერიკულ ბიზნესინტერესებს შევუქმნათ საუკეთესო პლატფორმა რეგიონში და ნიშანდობლივია, ამერიკული კომპანიების დაინტერესება და ჩართულობა ჩვენთან მიმდინარე რეგიონული მასშტაბის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. "კონტი ჯგუფის" ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონსორციუმში ჩართვასთან ერთად, მივესალმებით თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებას ანაკლიის პორტის კონსორციუმსა და ამერიკულ, მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ პორტ ოპერატორ კომპანია SSA Marine-ს შორის, რომლის მიხედვითაც, ეს კომპანია ოპერირებას გაუწევს საკონტეინერო ტერმინალს და ასევე, განახორციელებს ინვესტიციას პროექტში, რომელიც გახლავთ დღევანდელობის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკული ბიზნესის მზარდ ინტერესს და ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს. ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი განვახორციელეთ ბოლო 25 წლის განმავლობაში, რომელიც უზრუნველყოფს ევროატლანტიკური ენერგოუსაფრთხოების მდგრადობას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით მომავალშიც. ჩვენ ვართ ის პარტნიორი, რომელიც მზად ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებისთვის, რომელიც ორმხრივ ეკონომიკურ სარგებელზე იქნება დაფუძნებული”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

12 მარტი, 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები