ზატულინი:პუტინის აფხაზეთში ჩასვლა მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება

ზატულინი:პუტინის აფხაზეთში ჩასვლა მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება

 

"ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ჩასვლა აფხაზეთში დაძაბულ შიდაპოლიტიკურ სიტუაციას და მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება" - ამის შესახებ რუსეთის დუმას დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტატნტინ ზატულინმა განაცხადა. ინფორმაცის ამის შესახებ რუსული გამოცემა РБК ავრცელებს.

მაიკ პენსმა, საქართველოში ყოფნისას, 1 აგვისტოს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ადრე, არც ახლა ცნობს დეფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს.

ინფორმაცია, რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით გამოცემა РБК-მ გაავრცელა. გამოცემამ წყაროდ ვიზიტის ორგანიზებაში ჩართული ჩინოვნიკები დაასახელა და მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანი აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტთან რაულ ხაჯინბასთან მოლაპარაკებებია.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტი 8 აგვისტოს, რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დაწყების თარიღს ემთხვევა. ბოლოს პუტინი ოკუპირებული აფხაზეთში 2013 წელს ჩავიდა.

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

17 ივლისი, 2018

რუსთაველის ქუჩაზე მიმავალი მიკროავტობუსი ჯერ ველოსიპედს დაეჯახა, შემდეგ კი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას. ავარიის შედეგად დაშავდა არასრუწლოვანი, რომელიც ველოსიპედს მართავდა და „მერსედესის“ მძღოლი. დაშვებულები სასწრაფო...

ახალი სტატიები