დიმიტრი პესკოვი: პუტინის ვიზიტი დე-ფაქტო აფხაზეთში დიპლომატიურ დონეზე მუშავდება

დიმიტრი პესკოვი: პუტინის ვიზიტი დე-ფაქტო აფხაზეთში დიპლომატიურ დონეზე მუშავდება

 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ გამოცემა РИА Новости-ს  განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის აფხაზეთში ვიზიტს "დიპლომატიური არხები ამუშავებენ".

ინფორმაცია, რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით გამოცემა РБК-მ გაავრცელა. გამოცემამ წყაროდ ვიზიტის ორგანიზებაში ჩართული ჩინოვნიკები დაასახელა და მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანი აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტთან რაულ ხაჯინბასთან მოლაპარაკებებია.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტი 8 აგვისტოს, რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დაწყების თარიღს ემთხვევა. ბოლოს პუტინი ოკუპირებული აფხაზეთში 2013 წელს ჩავიდა. 

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები