РБК: პუტინი რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების დღეს, 8 აგვისტოს დე ფატქო აფხაზეთს ეწვევა

РБК: პუტინი რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების დღეს, 8 აგვისტოს დე ფატქო აფხაზეთს ეწვევა

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დე ფაქტო აფხაზეთს 8 აგვისტოს ეწვევა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას РБК ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მათ ამის შესახებ რუსეთისა და აფხაზეთის მხარეების წარმომადგენლებმა აცნობეს. ხანმოკლე ვიზიტის ფარგლებში პუტინი დე ფაქტო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდება.

РБК აგრეთვე აღნიშნავს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი არ გააკეთა.

პუტინის ვიზიტი ზუსტად ემთხვევა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის საომარ კონფლიქტს. პუტინი აფხაზეთში ბოლოს 2013 წელს იყო.

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები