პუტინი მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის საპასუხოდ დე-ფაქტო აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს

პუტინი მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის საპასუხოდ დე-ფაქტო აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს

 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ გამოცემა РИА Новости-ს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის აფხაზეთში ვიზიტს "დიპლომატიური არხები ამუშავებენ".

ინფორმაცია, რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით გამოცემა РБК-მ გაავრცელა. გამოცემამ წყაროდ ვიზიტის ორგანიზებაში ჩართული ჩინოვნიკები დაასახელა და მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანი აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტთან რაულ ხაჯინბასთან მოლაპარაკებებია.

"ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ჩასვლა აფხაზეთში დაძაბულ შიდაპოლიტიკურ სიტუაციას და მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება" - ამის შესახებ რუსეთის დუმას დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა. ინფორმაცის ამის შესახებ რუსული გამოცემა РБК ავრცელებს.

მაიკ პენსმა, საქართველოში ყოფნისას, 1 აგვისტოს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ადრე, არც ახლა ცნობს დეფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები