ხაჯიმბა: მთავარია, არ გავიჭედოთ ამ დროებაში და წინ წავიდეთ

ხაჯიმბა: მთავარია, არ გავიჭედოთ ამ დროებაში და წინ წავიდეთ
02 / 08 / 2017 10:45

 

"დანაშაულები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში მოხდა, არის ის დანაშაულები, რომლებიც ჩვენს რესპუბლიკას გარკვეულ ფონსა და გარკვეულ იმიჯს უქმნის. ეს არ უნდა ხდებოდეს", - ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ინტერვიუში აღნიშნავს.

- მგონია, რომ ამ ეტაპზე ისეთი მოვლენები მოხდა, კრიმინალური აქტივობების ისეთი ტალღა წამოვიდა, რომელიც უბრალობ ბღალავს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოებისა და მთელი რესპუბლიკის რეპუტაციას. ძარცვა, ძალადობა არასრულწლოვნებზე, რამდენიმე მკვლელობა, რაც მოკლე ხნის განმავლობაში მოხდა. მათ შორის რუსი ტურისტის მკვლელობა, რაც თქვენ პირადი კონტროლის ქვეშ აიღეთ. მაინტერესებს, რით იყო გამოწვეული ის, რომ აუცილებელი გახდა თქვენი უშუალო ჩართულობა და ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, როგორ შეაფასებდით სამართალდამცავი ორგანოებისა და ძალოვანი სტრუქტურების მუშაობას ამ ეტაპზე?

ხაჯიმბა: მთავარი ისაა, რომ არ გავიჭედოთ იმ დროებაში, რომელშიც ახლა ვართ და წინ წავიდეთ. რაც შეეხება იმ სიტუაციას, რომელიც შეიქმნა, დიახ, რეალურად მოხდა ისეთი დანაშაულები, რომლებმაც აღაშფოთა ჩვენი საზოგადოება, მაგრამ მთავარი ისაა, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოება და სამართალდამცავი სტრუქტურები, რომ მსგავსი რაღაცები არ ხდებოდეს. დღეს მნიშვნელოვანია ყველა მიხვდეს, რომ დანაშაულები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში მოხდა, არის ის დანაშაულები, რომლებიც ჩვენს რესპუბლიკას გარკვეულ ფონსა და გარკვეულ იმიჯს უქმნის.

ეს არ უნდა ხდებოდეს. სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის შესახებ ბევრი შეკითხვა ჩნდება. ჩვენ ვხედავთ, რომ იყო კრიმინალური ელემენტების შემცველი მოქმედებები, რომლებიც დამსვენებლების მიმართ განხორციელდა, სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივმა მუშაობამ კი შედეგი გამოიღო. პირები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, დაკავებული არიან, პროკურატურა ახორციელებს შესაბამისს გამოძიებას, ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა ეს გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი და ადამიანები დაისჯებიან.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ რეაგირებს ამაზე საზოგადოება... რა თქმა უნდა, მსგავსი დანაშაულები გავლენას ახდენს ქვეყანაზე, მის იმიჯზე და ის შესაძლებლობები, რაც იქმნება ზუსტად ამ პერიოდში ხელისუფლების მიერ ტურისტული სეზონის წყალობით, შესაძლოა ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე ჩამოვიდეს. იმ ფონის შექმნა, რომ რესპუბლიკა განადგურებისკენ მიდის, რომ არსებობს ხელისუფლების დაშლის შესაძლებლობა, ასეთი რამ არ ხდება და ვერც მოხდება.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება