ლევან იზორია: პუტინის ვიზიტსაც და ყველა ქმედებას დე-ფაქტო აფხაზეთში მკაცრად ვგმობთ

ლევან იზორია: პუტინის ვიზიტსაც და ყველა ქმედებას დე-ფაქტო აფხაზეთში მკაცრად ვგმობთ

 

„ყველა ქმედება და ვიზიტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამას“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიმ დე-ფაქტო აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სიმშვიდეს ინარჩუნებს. 

„ჩვენ გავაქვს შეთანხმება სტრატეგიულ პარტნიორებთან და ეს ჩვენი ერის სტრატეგიულ ინტერესებს უკავშირდება.ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ცივი გონებით, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სტაბილურობა და სიმშვიდე. ეს ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა და არა მხოლოდ ხელისუფლების, რომ თავიდან ავიცილოთ არსებული თუ მოსალოდნელი პროვოკაციები.

ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ქვეყანა, რომლის ნაწილი ოკუპირებულია, ბუნებრივია ყოველდღიურ და უშუალო საფრთხესთან არის. აქედან გამომდინარე, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა გახლავთ მშვიდობის შენარჩუნება. მათ შორის ჩვენი მრავალეროვნული წვრთნების ამოცანა გახლავთ დემოკრატიული განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა, რაც მშვიდობიანი პირობების განმტკიცებას გულისხმობს ჩვენ ქვეყანასა და რეგიონში“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები