ზურაბ პატარაძე: გლეხს აღარ მოუწევს ქალაქში ჩასვლა, მას ლოგისტიკური ცენტრი მოემსახურება

ზურაბ პატარაძე: გლეხს აღარ მოუწევს ქალაქში ჩასვლა, მას ლოგისტიკური ცენტრი მოემსახურება
04 / 08 / 2017 17:01

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე "აიპრესთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მაღალმთიანი აჭარა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და პროექტების დიდი ნაწილი სწორედ იქ განხორციელდება. ერთ-ერთი პროექტის განხორციელება გლეხებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის, პროდუქციის რეალიზებას შეუწყობს ხელს.

გეხები მაღალმთიანი აჭარიდან აცხადებენ, რომ მათთვის მოწეული მოსავლის რეალიზაცია საკმაოდ რთულია. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მათ პროდუქციის ჩაბარება დაბალ ფასად უწევთ ცენტრალურ აგრარულ ბაზარში. გლეხები იძულებულნი არიან, შუამავალთან დაიჭირონ საქმე, საბოლოოდ კი, ზოგჯერ ვერ ყიდიან პროდუქტს, ან მომხმარებლის პოვნაში კარგავენ 2 დღეს, რაც, მათ აზარალებთ ამ პრობლემის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს დავუსვით კითხვა.

მისი თქმით, უკვე დაგეგმილია ლოგისტიკური ცენტრების აშენება სოფლებში, რაც გლეხებს პროდუქციის გაყიდვას გაუადვილებს და მათ გასაყიდად ბაზარში ჩამოსვლა აღარ მოუწევთ.

"ჩვენი ლოგისტიკური ცენტრები მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას, გლეხს აღარ მოუწევს ჩამოსვლა ქალაქში, ბაზარში.

ლოგისტიკური ცენტრი თანამედროვე ტიპის ნაგებობაა, სადაც იქნება ვეტერინარი, მინივეტერინარული კლინიკა, სადაც იქნება შემფუთავი მინი კონვეირი ქარხანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ჩვენ ვსაუბრობთ DCFTA-ის ფარგლებში ევროპის ბაზარზე გავიტანოთ ჩვენი კვოტით პროდუქცია, ამას უნდა ჰქონდეს თავის იერსახე, უნდა იყოს დაფასოებული შესაბამისად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, რომ იქ ჩვენი ტექნიკით რომელიც გვაქვს და ლოგისტიკურ ცენტრით სრულად მოვემსახურებით გლეხებს, კოპერატივები შეიქმნება, სადაც გლეხებს ექნებათ საშუალება ჩააბარონ საქონელი, იქვე კოპერატივები დაეხმარებიან პირდაპირი კონტაქტი რომ შედგეს მომხმარებელსა და გლეხს შორის, იქნება ელექტრონული ბირჟა, სასტუმროების, კვების ობიექტები. კომპანიებს ექნებათ საშუალება ელექტრონულად შეუკვეთონ და იყიდონ ეს პროდუქცია, განთავსებული იქნება იქვე სამაცივრე სივრცეები და ჩვენივე სერვის-მანქანებით ეს პროდუქცია მოხდება დანიშნულების ადგილას, ან ცენტრალურ საწყობში, ქალაქ ბათუმში", - აცხადებს ზურაბ პატარაძე.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება