''გირჩი'': ''ჯემფესტის'' ტრაგიკული შემთხვევა ადასტურებს, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკა დანაშაულია

''გირჩი'': ''ჯემფესტის'' ტრაგიკული შემთხვევა ადასტურებს, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკა დანაშაულია
06 / 08 / 2017 12:12

 

გუშინწინ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ''გირჩმა'' განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი სწორედ არსებული ნარკოპოლიტიკაა.

''ბოლო ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან აკრძალვა და მკაცრი ნარკოპოლიტიკა არის დანაშაულებრივი შეცდომა, რომელიც ვერ იცავს და პირიქით რისკის ქვეშ აყენებს მოქალაქეების სიცოცხლეს

მხოლოდ აკრძალვების და გაუმართლებლად დრაკონული პოლიტიკის შედეგია ის, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ადგილი ჰქონდა გაურკვეველი შემადგენლობის და წარმომავლობის ნარკოტიკის არალეგალურად გაყიდვას და მათ მოხმარებას არაინფორმირებული მოქალაქეების მიერ. როცა ლეგალური გზებით კონვენციური ნარკოტიკი მიუწვდომელია, ბუნებრივია, რომ ხდება არალეგალური გზებით გაურკვეველი ნივთიერებების მოხმარება.

არასწორი ნარკოპოლიტიკა და აკრძალვები ქმნიან ყველაზე ნოყიერ ნიადაგს ნარკოტიკების არალეგალური ვაჭრობისთვის, სახელმწიფოს მხრიდან სამართლის სელექციურად აღსრულებისთვის, იატაკქვეშეთში კუსტარული ნარკომეწარმეობისთვის. ჩვენ როგორც საზოგადოება არამარტო ვკარგავთ შემოსავლებს, არამედ ვკარგავთ ადამიანებს და ადამიანის სიცოცხლეს'', - ნათქვამია ''გირჩის'' განცხადებაში.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება