სვანეთში, უშბაზე ორ გერმანელ ტურისტს ეძებენ

სვანეთში, უშბაზე ორ გერმანელ ტურისტს ეძებენ

 

სვანეთში ორი გერმანელი ტურისტი დაიკარგა. სამაშველო სამსახური მათ უშბას მწვერვალზე ეძებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული ტურისტები მამა-შვილი არიან. 

როგორც "აიპრესს" მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, გერმანიის მოქალაქეები 1 აგვისტოდან არიან დაკარგულები. სამაშველო სამსახურში შეტყობინება გუშინ შევიდა. მთელი დღის განმავლობაში მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. 

"უშბაზე არიან ასულები, პირველი აგვისტოდან არაფერი ისმის მათგან. სამაშველო სამსახურში შეტყობინება გუშინ შევიდა და მას შემდეგ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ იპოვეს", - აღნიშნა კახა ჟორჟოლიანმა. 

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

07 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს.  "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად...

ახალი სტატიები