აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ვიზიტი მიუღებელი და შეუსაბამოა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ვიზიტი მიუღებელი და შეუსაბამოა

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე "მიუღებელი" და "შეუსაბამოა". ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰეზერ ნაუერტმა განაცხადა, პუტინის ვიზიტი " ჟენევის შეთანხმების პრინციპებს არღვევს", რომელშიც "რუსეთი მონაწილეობს".

მისი შეფასებით, "აშშ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე პუტინის ვიზიტს შეუსაბამოდ და მიუღებლად განიხილავს".

„აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უარყოფს რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ჯარები ომამდელ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გადახედოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილებას", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

07 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს.  "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად...

ახალი სტატიები