ციხელაშვილი: ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ვიზიტი განგრძობადი ოკუპაციის ღია გზავნილია

ციხელაშვილი: ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ვიზიტი განგრძობადი ოკუპაციის ღია გზავნილია

 

რუსეთ-საქართველოს ომის 9 წლის თავზე ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი ღია გზავნილია განგრძობადი ოკუპაციის შესახებ,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხოდმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“საერთაშორისო თანამეგობრობა ერთხმად მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და შეაჩეროს დესტრუქციული პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიების ღია ოკუპაციითა და სხვადასხვა პროვოკაციებით გამოიხატება. თქვენ მოისმინეთ NATO-ს წარმომადგენლის განცხადება, ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ეს ვიზიტი, როგორც განგრძობადი ოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთ ნაბიჯი, ცალსახად არის დაგმობილი და მოუწოდებს რუსეთს გადახედოს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, რომელიც შეუთავსებელია საერთაშორისო სამართალთან და ნორმებთან. ეს არის კიდევ ერთი ღია, ცალსახა მხარდაჭერა, საქართველოს ტირიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის. ეს მხარდაჭერა არის და იქნება ძალიან მყარი მომავალში“, - განუცხადა ჟურნალისტებს ქეთევან ციხელაშვილმა.

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები