კობახიძე: ახალგორში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა რუსული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია

კობახიძე: ახალგორში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა რუსული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის დე- ფაქტო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ახალგორში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვასთან დაკავშირებით, რუსული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

„ეს ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმე მოვლენაა. ასეთ პროცესებს ჩვენ ვაკვირდებოდით მანამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე, ახლა უკვე ცხინვალის რეგიონში. ეს არის რუსული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა. ჩვენი პრიორიტეტია ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების დაცვა, მათ შორის იმ ადამიანების ინტერესების დაცვა, რომლებიც ცხოვრობენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე და ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კილაძე: ნარკოპოლიტიკამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები უნდა დააბალანსოს

კილაძე: ნარკოპოლიტიკამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები უნდა დააბალანსოს

21 მაისი, 2018

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. "უნდა შევეცადოთ ისეთი ნარკოპოლიტიკა გვქონდეს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს...

ახალი სტატიები