ჯეჯელავა: პედაგოგები ბავშვებს შემეცნებით ექსკურსიაზე თუ წაიყვანენ ანაზღაურებას მიიღებენ

ჯეჯელავა: პედაგოგები ბავშვებს შემეცნებით ექსკურსიაზე თუ წაიყვანენ ანაზღაურებას მიიღებენ
11 / 08 / 2017 18:32

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით ბოლო წლებში სკოლებში ექსკურსიებმა ტრივიალური სახე მიიღო.

მინისტრის ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს ახალ საექსკურსიო პროგრამაზე, რომლის თანახმად, პედაგოგები, სკოლის მოსწავლეებს შემეცნებით ექსკურსიებზე წაიყვანენ, ამის სანაცვლოდ კი, ისინი ანაზღაურებას მიიღებენ. 

„საექსკურსიო პროგრამა ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია. ჩვენ ვთავაზობთ პედაგოგებს, თუ ისინი გასვლით, შინაარსიან, კონკრეტული მიზნის მომსახურე გაკვეთილებს ჩაატარებენ, ამას ავუნაზღაურებთ. 

არსებობს კატალოგის პირველი ვერსია, სად შეიძლება წაიყვანო კლასი - ეს არის მუზეუმები, სახელმწიფო დაწესებულებები, რეგიონები... 

ვფიქრობ, 2017-2018 სასწავლო წელს ბავშვები უკვე აღმოჩნდებიან ახალი ტიპის ექსკურსიებზე, სადაც შემეცნებითი კომპონენტი იქნება გაცილებით აქტიური. 

მე მგონი, რომ ორი დიდი სიკეთე მოხდება, ერთია, ჩვენი ბავშვების განათლება, მეორეა, ის ანაზღაურება, რასაც მიიღებენ პედაგოგები.

ასევე ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი მუზეუმი გვაქვს, ბევრი ადგილია, სადაც ჩვენი ბავშვები არ არიან ნამყოფი, მშობლებს ყოველთვის ამის საშუალება არ აქვთ, რომ ყველა ასეთ ადგილას მიიყვანონ თავისი შვილები, ამიტომ, შევეცდებით ეს ახალი საექსკურსიო პროგრამა იყოს ამაზე გათვლილი“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა