ავჭალის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ავჭალის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

 

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ავჭალის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამი სახანძრო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდა. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს ეკიდა.

შსს-ს მეხანძრე-მაშველების ეფექტური რეაგირების შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია, დაახლოებით, ერთ ჰექტრამდე ფართობი. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები