თელავის მუნიციპალიტეტში 54 საარჩევნო უბანი იქნება

თელავის მუნიციპალიტეტში 54 საარჩევნო უბანი იქნება

 

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიაში 54 საარჩევნო უბანი გაიხსნება, - ამის შესახებ "აიპრესს" თელავის №17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალმახელიძემ განუცხადა.

"წლევანდელ არჩევნებში, ქალაქი თელავისა და თვითმმართველი თემი თელავის საარჩევნო უბნები თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში იქნება. თელავის მასშტაბით 16 უბანი, ხოლო სოფლებში კი 38 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

რაც შეეხება კომისიების წევრთა შემადგენლობას, კონკურსი მხოლოდ მას შემდეგ გამოცხადდება, რაც არჩევნების თარიღი გახდება ცნობილი", - განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას გიორგი კალმახელიძემ.

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

07 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს.  "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად...

ახალი სტატიები