გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ზიარსა და ფხოველში ქვის ხანის სახელოსნო და სადგომი აღმოაჩინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ზიარსა და ფხოველში ქვის ხანის სახელოსნო და სადგომი აღმოაჩინეს

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ზიარსა და ფხოველში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. მეცნიერთა ჯგუფმა გვიანი ქვის ხანის სახელოსნო და სადგომი აღმოაჩინეს, რომლებიც ერთმანეთისგან დაახლოებით სამასი მეტრით არის დაშორებული.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა, სამი წელია მიმდინარეობს გათხრები, ამ დროის განმავლობაში ჩვენ ასეულობით არტეფაქტს მივაკვლიეთ, რომლებიც გვიანი ქვის ხანის პერიოდს მიეკუთნება. გათხრებს ამჟამადაც ვაწარმოებთ და ვიმედოვნებ კიდევ არაერთ საინტერესო არტეფაქტს მივაკვლევთ" - განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას არქეოლოგმა ნიკა თუშაბრამიშვილმა.

ზიარსა და ფხოველში მიმდინარე არქეოლოგირ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 16 000 ლარით აფინანსებს. 

აღმოჩენილი არტეფაქტების ხილვა დამთვარიელებლებს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ვეჯინის მუზეუმში შეეძლებათ.

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

07 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს.  "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად...

ახალი სტატიები