ფხალაძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტის მომსწრე გავხდით

ფხალაძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტის მომსწრე გავხდით
12 / 08 / 2017 18:04

 

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე განმარტებას აკეთებს.

„უაღრესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დგამს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშად ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტის მომსწრე გავხდით. მით უმეტეს აღმაშფოთებელია და განსაკუთრებით ცინიზმით არის აღსავსე ეს ნაბიჯი, როდესაც ყველაფერი ხორციელდება იმ ე.წ. ვიზიტის ფონზე , როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ჩვენ ვხედავთ როგორი სტაბილურობა, ბრჭყალებში მოაქვს მის ასეთ ვოიაჟებს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ , რომ საქართველო არასოდეს არ შეეგუება არცერთი მეტრი თავის საკუთარი ტერიტორიის ხელყოფას და გამოყენებული იქნება ყველა საერთაშორისო მექანიზმები იმისათვის, რომ არამხოლოდ ცალკეული ინცინდენტები, არამედ ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს საქართველოსთან მიმართებაში, ეს დასრულდეს და საბოლოოდ დასრულდეს ის პოლიტიკა, რომელიც პრობლემებს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა