გიორგი მარგველაშვილი: ღირსეული პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა

გიორგი მარგველაშვილი: ღირსეული პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა
12 / 08 / 2017 18:19

 

საქართველოს პრეზიდენტმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე წვრთნებში მონაწილე სამხედროებს მიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მრავალეროვანი სამხედრო სწავლების საჩვენებელი წვრთნების დასკვნით ღონისძიებაზე ქვეყნის მთავარსარდალმა განაცხადა: „მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი, იბადება თავისუფალი, მაგრამ თავისუფალად დაბადებასთან ერთად ადამიანი იბადება ვალდებულებით. ამ ვალდებულების მსახურება და მსახურების ფორმას თითოეული ჩვენგანი ირჩევს. ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც მას მისი ბედისწერა არგუნებს. დღეს მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც თავისი ვალდებულება თავისი სიცოცხლის, თავისი უნარების ფასად ჩვენი ქვეყნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაში ნახა. მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც ნათლად გაიაზრა, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი და ყველაზე მაღალი ვალდებულებაა, რაც შეიძლება ადამიანმა შეასრულოს. მადლობა მინდა გითხრათ ამ სამსახურისთვის.

დღეს დასრულდა მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორობა” . სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017” კიდევ უფრო მრავალფეროვანი, კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი და კიდევ უფრო საინტერესო არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეიძინეთ ბევრი ახალი მეგობარი და შეიძინეთ ბევრი ახალი უნარი ამ მნიშვნელოვანი სწავლების დროს. ღირსეულია ეს პარტნიორობა იმიტომ, რომ ამ პარტნიორობის მიზნები არის ღირსეული. ამ პარტნიორობის მიზანი არის გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლა, ბრძოლა ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ჩაგვრასთან, მის დამონებასთან, უფლებების წართმევასთან, ამ პარტნიორობის მიზანი არის სხვათა თავისუფლების სამსახური და ამიტომ არის ეს პარტნიორობა ღირსეული. ქართველი ჯარისკაცები ამაყად ემსახურებიან ამ მიზანს. ამ პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა, დაცვა იმ ერისა რომელმაც ისტორიაში გაიტანა თავისი დამოუკიდებლობა და მომავალ საუკუნეებშიც დამოუკიდებელ ქვეყანას შექმნის, ერთიან ქვეყანას შექმნის, დაცულ ქვეყანას შექმნის და ამიტომ არის ეს ღირსეული სამსახური. ამ ღირსეულ სამსახურს სულ ცოტა ხნის წინ შეეწირა ჩვენი თანამებრძოლი. ჩვენი თანამებრძოლი მდინარი ბებიაშვილი, სულ ცოტა ხნის წინ ამ მაღალი მიზნებისთვის დაიღუპა, მე ქედს ვიხრი მისი და მისი სხვა დაღუპული თანამებრძოლების წინაშე, იმ ადამიანების წინაშე ვინც თავისი თავი, თავისი ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების დაცვაში დაინახა.

მივესალმები და მადლობას ვუხდი ყველა ქვეყნის წარმომადგენელს, შესაბამის უწყებებს, ვინც ასეთი ფართომასშტაბიანი და ჰარმონიული სწავლების განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.
ქართველი ერი, ქართული საზოგადოება მადლობელია თქვენი სამსახურისთვის და თქვენი მშობლიური ქვეყნებიც მადლობელი არიან იმ სამსახურისთვის, რასაც თქვენ მათ უწევთ.
ჩვენს საზოგადოებებს აქვს უნარი განვითარდეს, იმიტომ რომ თქვენ აი ამ ვალდებულებას, რომელზეც მე ვსაუბრობდი პირნათლად ემსახურებით.
მადლობა პირადად ჩემგან და ქართული საზოგადოებისგან ამ სამსახურისთვის. ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს, ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ჩვენს მეგობრებს.“

სიტყვით გამოსვლამდე ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დასრულების ცერემონიას დაესწრო. საერთაშორისო სწავლების დასრულება საჩვენებელი საველე სწავლებით აღინიშნა. სწავლებას ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ევროპაში აშშ-ის არმიის G3-ის უფროსი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში. მრავალეროვანი სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს ჯილდო გადაეცათ. ვაზიანის პოლიგონზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპულ ჯარისკაცებს. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა