ბათუმში თაფლის ფესტივალი გაიმართა

ბათუმში თაფლის ფესტივალი გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად თაფლის ფესტივალს დაესწრო, რომელიც ბათუმის ბულვარის კოლონადებთან გაიმართა.

აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი და აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 40-მდე მეფუტკრე მონაწილეობდა, რომლებსაც აკაციის, წაბლის, მინდვრის ყვავილების თაფლი და თაფლისაგან დამზადებული პროდუქცია ჰქონდათ წარმოდგენილი.

ფესტივალზე მისულ სტუმარს ადგილობრივი ტრადიციული რეწვის ამსახველი სცენების და ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და შეძენის საშუალება ჰქონდა. ბათუმის ბულვარში მოსეირნე ვიზიტორები კი საკუთარი ხელით ძველებურ ხის დანადგარზე ტრადიციული წესით თამბაქოს ფოთლებისაგან თუთუნის დამზადების პროცესში ჩაერთვნენ და მთაში შემორჩენილი წესით ხის დაზგაზე ტრადიციული ფარდაგების ქსოვის პროცესს დაესწრნენ. საგანგებო გასართობი კუთხე იყო მოწყობილი ბავშვებისთვის, სადაც მეფუტკრეობისა და თაფლის თემაზე ნახატები შექმნეს. თაფლის ფესტივალზე ქედის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ელესამ“ ტრადიციული ქართული სიმღერები შეასრულა.

თაფლის ფესტივალში მონაწილე მეფუტკრეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რაც ხელს უწყობს თაფლის წარმოების ზრდის პროცესს. ღონისძიება მიზნად ისახავს აჭარის როგორც მეფუტკრეობის ერთ-ერთი წამყვანი რეგიონის წარმოჩენასა და ადგილობრივი უნიკალური თაფლისა და თაფლის პროდუქციის პოპულარიზაციას. ცნობილია, რომ ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გასატან პროდუქტებს შორის მოიაზრება.

თაფლის ფესტივალი პირველად 2015 წელს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებული და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსის,, მიერ იმპლემენტირებული კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

27 აგვისტო, 2018

რამდენიმე დღის წინ მესტიაში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები