ფხალაძე; პასპორტიზაცია ემსახურება იმ მოსახლეობის იზოლაციას, რომელიც მოქცეულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ფხალაძე; პასპორტიზაცია ემსახურება იმ მოსახლეობის იზოლაციას, რომელიც მოქცეულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე
14 / 08 / 2017 15:08

„ეს ქმედებები ემსახურება იმ მოსახლეობის იზოლაციას, რომელიც მოქცეულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, - თენგიზ ფხალაძე საოკუპაციო რეჟიმის ულტიმატუმს აფასებს

პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში აღმაშფოთებელს უწოდებს ე.წ. პასპორტიზაციის ახალი ეტაპის დაწყებას ოკუპირებულ აფხაზეთში.

„უკიდურესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომლებსაც დგამს რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა ეს პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ დიდი ხანია სხვადასხვა პერიოდული ე.წ. შესვენებებით. საკმაოდ დიდი ხანია, რაც რუსეთის ფედერაცია ებრძვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველაფერს ქართულს და რაც ადგილზე მყოფ მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ ურთიერთობა ჰქონდეს ძირითად, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან. ეს ქმედებები სწორედ ემსახურება იმ მოსახლეობის იზოლაციას, რომელიც მოქცეულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკვე აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ეს აშკარად დარღვევა არის საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების, ადამიანის უფლებების და ეს საკითხი ძალიან აქტიური ყურადღების ქვეშ არის და მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არის საქართველოს პრეზიდენტის მიერ. მე მუდმივ კავშირზე ვარ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პრეზიდენტის დავალებით, ისევე როგორც ჩვენ წარმომადგენლობებთან და მიუხედავად იმისა, რომ ახლა არის აგვისტოს თვე, როდესაც არ არის მაინცადამაინც დიდი აქტიურობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში უკვე მისული არის ინფორმაცია, მიმდინარეობს მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან იმისათვის, რომ ამ ქმედებებს მიეცეს ის შეფასება და რუსეთის ფედერაციის ამ ქმედებებს გაეცეს ის პასუხი რაც აუცილებელია“,- აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება