ბურჯანაძე: დიახ, ჩავალ რუსეთში და ამერიკის მონა პოლიტიკოსების არ შემეშინდება

ბურჯანაძე: დიახ, ჩავალ რუსეთში და ამერიკის მონა პოლიტიკოსების არ შემეშინდება

 

"აიპრესის" შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ნინო ბურჯანაძე რუსეთში ჩასვლასა და კონფლიქტის შესახებ თემებზე დალაპარაკებას, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ, სადაც კი საქართველოს წაადგება, ყველგან, მათ შორის, რუსეთშიც კი ჩავა.

"მე არაერთგზის მითქვამს, ყველგან ჩავალ, სადაც ჩასვლა ჩემს ქვეყანას წაადგება. ერთ-ერთი ასეთი ადგილი, რა თქმა უნდა, რუსეთი, აფხაზეთი და სამაჩაბლოა. ასეთი ადგილები სხვაგანაცაა.

ყველგან ჩავალ, არ შემეშინდება ამერიკის მონებად ქცეული პოლიტიკოსების კომენტარების. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი ქვეყანა გამთლიანდეს და ჩემი შვილების, ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობების წინაშე ვიცი, რომ ნამდვილად პირნათელი ვიქნები", - აღნიშნავს ბურჯანაძე.

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი გავიდა. 1992 წელის 14 აგვისტოს დაწყებული ომი 13 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის მიმდინარეობდა. სეპარატებთან ერთად იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), ასევე დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები. მათ არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები