სერგი კაპანაძე: პუტინთან ერთი-ერთზე დიალოგი გაუმართლებელია

სერგი კაპანაძე: პუტინთან ერთი-ერთზე დიალოგი გაუმართლებელია

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთი-ერთზე საუბარს გაუმართლებლად მიიჩნევს, საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, სერგი კაპანაძე. ამის შესახებ დეპუტატმა „აიპრესთან“ განაცხადა.

 "დღეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოში მომძლავრდა ისეთი პოლიტიკური ძალები, როლმებიც ქართული სახელმწიფოს დღის წესრიგს კი არ იცავენ, არამედ პირდაპირ ატარებენ რუსულ ინტერესებს და რუსული გზავნილებით გვესაუბრებიან. მათ შორის იმაზე, რომ NATO და ევროკავშირი არის ცუდი, რუსეთთთან უნდა გვქონდეს კეთილმეზობრული ურთიერთობა, რომელშიც იგულისხმება ჩვენი ინტერესების დათმობა. ქალბატონი ნინო ბურჯანაძე სწორედ ასეთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს . 

რაც შეეხება იმას, გვქონდეს თუ არა დიალოგი, ბუნებრივია დიალოგი ფორმა არსებობს და ეს ფორმატი უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგრობრობის მონაწილეობით. ერთი-ერთზე რუსეთან დიალოგი ჩვენ გვაყენებს წამგებიან მდოგმარეობაში. ამიტომ, ჟენევის ფორმატი ბოლომდ უნდა გამოვიყენოთ. ასევე ჩვენი პარტნიორები ერთად უნდა ვესაუბროთ მოსკოვს და არა მათი გზავნილებით, როგორც ეს გააკეთა ბუჯანაძემ ადრე და ბოლოო დროს "პატრიოტთა ალიანსი"-ს წარმომადგენლებმა. 

პირდაპირ, ერთიერთზე პუტინთან საქართველოს საუბარი, მგონია, რომ გაუმართლებელია, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიერ, რომლებიც წლები განმავლობაში საქართველოში რუსულ პოლიტიკას ატარებდნენ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთის, "აიპრესის" შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ნინო ბურჯანაძე რუსეთში ჩასვლასა და კონფლიქტის შესახებ თემებზე დალაპარაკებას, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ, სადაც კი საქართველოს წაადგება, ყველგან, მათ შორის, რუსეთშიც კი ჩავა.

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები