ქადაგიძე:მდიდარი ქვეყანა რომ ვიქნებით,რუსეთის პირველივე კრიზისისას აღვადგენთ ტერიტორიებს

ქადაგიძე:მდიდარი ქვეყანა რომ ვიქნებით,რუსეთის პირველივე კრიზისისას აღვადგენთ ტერიტორიებს

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველო-რუსეთის ურთიერთობას ეკონომიკურ ჭრილში განიხილავს და ამბობს, რომ როდესაც საქართველო უფრო მდიდარი, სამართლიანი ქვეყანა იქნება, უკეთესი ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება და გართობა ექნება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის პირველივე კრიზისის დროს შეძლებს საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

"რუსეთის ეკონომიკა ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის 26,000 აშშ დოლარი, საქართველოსი კი 2,5-ჯერ ნაკლები ($10,000). ბანალური ჭეშმარიტება ამბობს, იმისთვის რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ რუსეთზე უკეთესი ქვეყანა უნდა შევქმნათ, პირველ რიგში სიმდიდრით. შესაძლებელია? კი, მაგალითად ესტონეთი ($30,000), ლიტვა ($29,500), პოლონეთი ($28,000), ფინეთი ($40,000). ჰოდა უფრო მდიდარი, დაცული, სამართლიანი, უკეთესი ჯანდაცვით, განათლებით, დასაქმებით და გართობით ქვეყანა რომ გვექნება რუსეთის პირველივე კრიზისის დროს შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ყოველგვარი ყალბი "ძმები და დების" გარეშე. უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენთან უკეთესია!!! როდის? ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, მხოლოდ ჩვენზე. თუ სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და ბევრს ვიმუშავებთ უფრო მალე ვიდრე 25 წელია. ასე მგონია ეს ამბავი", - წერს გიორგი ქადაგიძე Facebook-ში.

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები