გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუციაზე მუშაობა პოკერის თამაშივითაა

გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუციაზე მუშაობა პოკერის თამაშივითაა

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან შეხვედრისას განაცხადა. მარგველაშვილმა ბაზალეთის საზაფხულო სკოლაში სტუდენტებსა და უფროსკლასელებს პროექტი “წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად” გააცნო.

"ჯერ ჩაკეტილ კარს მიღმა მუშაობენ, მერე უცებ ხდება ამ კონსტიტუციის გამოტანა და ორი მოსმენით უცებ მიღება. ორი მოსმენით მე მგონი მოსეს არ მიუღია ათი მცნება. არა ორი მოსმენით მიიღო, პირველი იყო დაამტვრია და მერე მეორე მოსმენა იყო... მაგრამ ასე სწრაფად არ მომხდარა ეგ ამბავი. ეს პროცესი ამ ბოლო დროს პოკერის თამაშივით არის, ერთმანეთს უცხადებენ ხოლმე რაღაცებს. აი ჩვენ ვაცხადებთ, რომ ახლა საარჩევნო ისა... ისინი რას უპასუხებენ... ეს ყველაფერი მიდის ისე, რომ საზოგადოება არ არის ჩართული ამ ყველაფერში", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

19 საათის წინ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. "ის უზარმაზი ტკივილი, რომელიც თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით, ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება...

ახალი სტატიები