დალაი ლამა: NATO-ს შტაბბინა ბრიუსელიდან მოსკოვში უნდა გადავიდეს

დალაი ლამა: NATO-ს შტაბბინა ბრიუსელიდან მოსკოვში უნდა გადავიდეს

რუსეთს შეუძლია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდი გახდეს,-აღნიშნულის შესახებ დალაი ლამამ რადიო "კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში განაცხადა.

დალაი ლამას თქმით, მას სჯერა, რომ "რუსეთს დიდი მომავალი აქვს". მან ასევე აღნიშნა, რომ სურს NATO-ს შტაბბინა ბრიუსელიდან მოსკოვში გადავიდეს. მისი თქმით, "რუსულ მენტალობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მტრული ძალების სიმბოლოა".

"თუ NATO-ს ოფისი მოსკოვში იქნება, ფსიქოლოგიურად ყველაფერი ადვილი გახდება, იქნება იმის განცდა, რომ თქვენ და ამერიკელები ერთად ხართ", - განაცხადა დალაი ლამამ.

როგორც მან გაიხუმრა, ეშინია იმის, რომ აღნიშნული წინადადების შემდეგ, შესაძლოა აშშ-ში არ შეუშვან.

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

21 მაისი, 2018

დღეს ზაფხულის ბაშოს მე-9 დღის შეხვედრები გაიმართა . ლევან გორგაძის (191სმ, 189კგ) მეტოქე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, იაპონელი დაიეშო (181სმ, წონა 162კგ) იყო. დღემდე მათ შორის შეხვედრებში ლევანს სამი გამარჯვება ჰქონდა ერთი მარცხის წილ. დღეს ლევანმა...

ახალი სტატიები