ბოლქვაძე: მაღალმთიანი აჭარა ყოველთვის იქნება ტურიზმის ერთ-ერთი ძირითადი წამყვანი რეგიონი

ბოლქვაძე: მაღალმთიანი აჭარა ყოველთვის იქნება ტურიზმის ერთ-ერთი ძირითადი წამყვანი რეგიონი

მაღალმთიანი აჭარის დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ანზორ ბოლქვაძემ, „აიპრესთნ“ ტურიზმის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

დეპუტატის განცხადებით, ხულოში, ქედასა და შუახევში ტურიზმი უფრო მეტად განვითარდება.

„მწვანე ტბა, გოდერძის სათხილამურო ბაზა, ბოტანიკური ბაღი, კურორტი ბეშუმი ეს ყველაფერი არის იმის მომასწავლებელი, რომ სულ მალე მაღალმთიან აჭარაში ტურიზმი უფრე მეტად განვითარდება და მოეწყობა ინფრასტრუქტურა.

ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და მიმართულება, მაღალმთიანი აჭარა იქნება ტურიზმის ერთადერთი ძირითადი წამყვანი რეგიონი.

მიმდინარე წელს მწვანე ტბასთან მისასვლელი გზის შეკეთება მოხდა, მომავალი წლიდან კი უკვე შედგენილია პროექტირება და გადწყდება გზაზე ასვალტი დაეგება თუ ბეტონი. ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები", - განუცხადა ''აიპრესს'' ანზორ ბოლქვაძემ.

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

07 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს.  "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად...

ახალი სტატიები