მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია გრძელდება

მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია გრძელდება
17 / 08 / 2017 13:17

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აგრძელებს მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციას. ამჯერად, სააგენტომ გიდებსა და ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ქედაში მერისის ტურისტული მარშრუტი გააცნო,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

ბათუმიდან 56 კილომეტრში არსებული, ჩანჩქერით, მინერალური წყლითა და ულამაზესი ბუნებით გამორჩეული მერისის ხეობა შესანიშნავი ადგილია ჰაიკინგის, კემპინგის, ისტორიულ-კულტურული ადგილებისა და ადგილობრივი მეურნეობის მართვის ტრადიციული ხერხების გასაცნობად.

ინფოტურის მონაწილეებმა მერისის ჩანჩქერი, ზენდიდის ციხე, გვახას საპიკნიკე ტერიტორია მოინახულეს და გუნდაურის მინერალური წყალი დააგემოვნეს. გარდა ამისა, დაათვალიერეს მერისში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლები და იქ არსებულ სერვისებს გაეცნენ. სოფელ მერისში სამი საოჯახო-სასტუმრო სახლია მარკირებული, რომელთაგან ერთი - თურმანიძეების საოჯახო-სასტუმრო სახლი ფოლკლორის შესწავლის მსურველ ტურისტებს შორის პოპულარობით სარგებლობს. ოჯახის ყველა წევრი მღერის და სხვადასახვა საკრავზე უკრავს, რის შესასწავლადაც სასტუმრო სახლს ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ისინი ასევე სტუმრობდნენ ახალ საოჯახო-სასტუმრო სახლს სოფელ კორომხეთშიც, რომელიც მახუნცეთის ჩანჩქერთან ახლოს მდებარეობს და კარგი ადგილია ადგილობრივი კერძების დასაგემოვნებლად.

წელს, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ, რომელიც არასაზღვაო ზოლში არსებული ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე მუშაობს მთიან აჭარაში 8 ინფოტურს გაუწია ორგანიზება. ტურების შედეგად 150-ზე მეტი გიდი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო აჭარის მთაში არსებულ ტურისტულ მარშრუტებსა და პროდუქტებს. წლის ბოლომდე, დამატებით 3 ინფოტურის ჩატარება იგეგმება, რომელშიც 50-ზე მეტი ადამიანი ჩაერთვება. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება