ნაირა კალანდია: შვილის თვალი გადამაყლაპეს...მივმართავ აფხაზებს და ოსებს, ნუ უსმენთ რუსებს!(ვიდეო)

ნაირა კალანდია: შვილის თვალი გადამაყლაპეს...მივმართავ აფხაზებს და ოსებს, ნუ უსმენთ რუსებს!(ვიდეო)
17 / 08 / 2017 15:05

 

"ჩემი შვილის ცხვირის ხრტილი ავკრიფე. კაზაკმა "ბატინკიანი' ფეხი თავზე დამადო და 'შტიკნოჟით" თვალი ამიუღო ჩემ შვილს და გადამაყლა", - ასე იხსენებს აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტში წამებით დაღუპული შვილის, ნუკრი გერგედავას დედა ნაირა კალანდია "აიპრესთან" 25 წლის წინანდელ ისტორიას. 

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული გმირის დედა, მიუხედავად გადატანილი უმძიმესი დღეებისა, "აიპრესით" აფხაზებს და ოსებს მიმართავს:

"მივმართავ ყველას, აფხაზებს, ოსებს - ნუ უსმენენ, ატყუებენ რუსები მათ და ყველანაირად არიან დაჩაგრულები. ჩვენ ერთმანეთთან ვიყავით დაძმურად, არფერი გვქონდა გასაყოფი, ერთად გავიზარდეთ", - აცხადებს "აიპრესთან" ნაირა კალანდია. 

 

შეგახსენებთ, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი გავიდა. 1992 წელის 14 აგვისტოს დაწყებული ომი 13 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის მიმდინარეობდა. სეპარატებთან ერთად იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), ასევე დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები. მათ არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. 

უკვე 25 წელია რაც აფხაზეთის რეგიონი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებას მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება