თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს
18 / 08 / 2017 14:29

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა გიორგი ანწუხელიძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში მდებარე მემორიალთან მიაგეს.

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს 33 წელი შეუსრულდებოდა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა გიორგი ანწუხელიძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში მდებარე მემორიალთან მიაგეს. ეროვნული გმირის პატივსაცემად ქვემო ალვანში იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.

ეროვნული გმირის დაბადების დღესთან დაკავშირებით, დღეს პირველად შეიარაღებული ძალების ისტორიაში 13 სამხედრო მოსამსახურე სამინისტროს უწყებრივი მედლით „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდა. სერჟანტებს მედლები თავდაცვის მინისტრმა საბრძოლო დავალების შესრულებისას გამოჩენილი ინდივიდუალური მამაცობისთვის, სწავლებების მართვის ან დაგეგმარების დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მონაწილეობისთვის გადასცა.

თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი „გიორგი ანწუხელიძე“ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ბრძანებით დამტკიცდა.

დღესვე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ლევან იზორიამ გიორგი ანწუხელიძის მშობლიური სკოლის შესასვლელ კედელზე მემორიალური დაფა გახსნა. მოგვიანებით, კი ეროვნული გმირის ოჯახის წევრებსა და პედაგოგებს გაესაუბრა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. 2008 წლის ნოემბრამდე სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. მოგვიანებით, ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრისათვის ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება