საგარეო საქმეთა სამინისტრო: ვგმობთ ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ვგმობთ ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 17 აგვისტოს, ბარსელონაში განხორციელებულიტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

შეძრწუნებული ვართ დატრიალებული ტრაგედიით და ამ უმძიმეს წუთებში, სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ ესპანელხალხს და ქვეყნის ხელისუფლებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელიცკაცობრიობის წინაშე ჩადენილ სასტიკ დანაშაულს წარმოადგენს და მიმართულია მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ცნობისთვის, ბარსელონას ტურისტულ ცენტრ რამბლაში ფურგონი ფეხით მოსიარულეთა ბულვარში შევარდა და 500 მეტრზე მეტი გაიარა, რის შედეგადაც დაიღუპა 13 ადამიანი, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა. ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტი უწოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

18 აპრილი, 2018

პროკურატურის და შსს-ს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. "2018 წლის 17 აპრილს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შინაგან საქმეთა...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები