მეხანძრე-მაშველებმა ოთხი რთული ხანძრის ლიკვიდირება მოახდინეს

მეხანძრე-მაშველებმა ოთხი რთული ხანძრის ლიკვიდირება მოახდინეს
21 / 08 / 2017 09:51

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი გაჩნდა,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ცეცხლი ბალახს და მწვანე ნარგავებს მოეკიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 25-მდე მეხანძრე-მაშველმა, დაახლოებით, 1000 კვ/მ ფართობზე ხანძრის ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლო. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ხანძარი გაჩნდა დაბა სურამშიც. იწვოდა ტყის მასივის ქვედა საფარი - ბალახი და ბუჩქები, დაახლოებით, 3000 კვ/მ ფართობზე. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად შეძლეს.

ხანძარი გაჩნდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივშიც. დაიწვა 1,5 ჰა ფართობზე არსებული ფოთლოვანი ნერგები, ბალახი და ბუჩქები. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა მეხანძრე-მაშველთა 2 ჯგუფი, რომლებმაც, რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლეს.

ტყესთან ახლოს, ხანძარი გაჩნდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში, 1ჰა ფართობზე. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ცეცხლი ტყის მასივზე არ გავრცელებულა. ხანძარი ლიკვიდირებულია.

შსს-ს 100-მდე მეხანძრე-მაშველი ამ დრომდე რჩება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე გავრცელებული ხანძრის ლოკალიზებისთვის. ხანძრის გავრცელების ფართობმა, სავარაუდოდ, 5 ჰა-ს გადააჭარბა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ძლიერი დაკვამლიანებისა და ქარის გამო, სპეციალისტთა რეკომენდაციით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მუშაობა დროებით შეწყვიტა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს შესაძლებლობა აქვს, ღამის საათებში განახორციელოს ფრენა. თუმცა, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის თანახმად, ღამის საათებში ვერტმფრენის მიერ ხანძრის ქრობისა და სამაშველო ოპერაციის განხორციელება, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რეკომენდებული არ არის.

სპეციალისტების მხრიდან შესაბამისი რეკომენდაციის მიღებისთანავე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი კვლავ მყისიერად ჩაერთვება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ამავდროულად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 100-მდე მეხანძრე-მაშველი მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს ცეცხლის ლოკალიზებისთვის საჭირო სამუშაოებს.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება