ტყის ხანძრების დროს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

ტყის ხანძრების დროს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი ტყის ხანძრების დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს.

"რეკომენდაციები ხანძრის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი ტყის ხანძრების დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს. რჩევები მოსახლეობის ყველა მოწყვლადი ჯგუფისთვის არის გათვალისწინებული. ესენია: ასთმის, კარდიოვასკულური და სხვა რესპირატორული დაავდებების მქონე პირები, ხანდაზმულები, ბავშვები და ორსულები. ასევე, მწეველები და მეხანძრეები. მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში:

• ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და მოზრდილები მოერიდეთ გარეთ გასვლას და ხანძრით განპირობებული დაბინძურებული ჰაერისა და ჭვარტლისგან თავის დასაცავად, გამოიყენეთ პირბადე;

• ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების დროს დარჩით შენობაში;

• შეინარჩუნეთ დაბალი ტემპერატურა და არ გააღოთ ფანჯრები;

• უზრუნველყავით ჰაერის დაბინძურების ყველა წყაროს ლიკვიდაცია, კერძოდ: სიგარეტის გამონაბოლქვი, ღუმელის გამოყენება, აეროზოლის მიმოფრქვევა, საკვების შეწვა;

• რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირებმა, გამოიყენეთ რესპირატორი;

• დამატებითი სერვისების მისაღებად, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას;

ჯანდაცვის სამინისტრო მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და პირბადეების მიწოდებას უზრუნველყოფს"-ნათქვამია გავრცელებულ რეკომენდაციებში.

გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

18 აპრილი, 2018

პროკურატურის და შსს-ს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. "2018 წლის 17 აპრილს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შინაგან საქმეთა...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები