ჯეჯელავა ბანაკ "არტეკში" ქართველი მოსწავლეების დასვენებაზე:დაისჯება ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება

ჯეჯელავა ბანაკ "არტეკში" ქართველი მოსწავლეების დასვენებაზე:დაისჯება ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება

"დაისჯება ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება," - ასე გამოეხმაურა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის 146-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების, ანექსირებულ ყირიმში, ბანაკ "არტეკში" გამგზავრებას.

"ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილება სკოლის, მასწავლებლების და ადმინისტრაციის და ოჯახების. ეს კიდევ უფრო გასაკვირია, რომ ოჯახებმა გადაწყვიტეს, თავისი შვილები გაეგზავნათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ძალიან სამწუხაროა, რომ შეიძლება სკოლის მასწავლებელმა, სკოლის ადმინისტრატორმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. მოვიკვლევთ ამ სიტუაციას. მინიმუმ ძალიან არასწორ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, მაქსიმუმ - ბოროტ განზრახვასთან. დაისჯება აუცილებლად ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება ასეთ წინდაუხედავ გადაწყვეტილებაში", - განაცხადა ჯეჯელავამ. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები