პრემიერი: რუსეთის წინადადება დახმარებაზე მისასალმებელია

პრემიერი: რუსეთის წინადადება დახმარებაზე მისასალმებელია

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

''შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები არის შემოსაზღვრული. ამ წუთას მუშაობს 6 ვერტმფრენი, მუშაობს 1500 კაცი, ცოცხალი ძალა, გასული არიან ყველა აქტიურ ცეცხლის ზონაში. დღის განმავლობაში გაგრძელდება იმ კერებზე როგორც ავიაციით, ისე ცოცხალი ძალით დამუშავება, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მინდა, რომ განსაკუთრებულად აღვნიშნო ის მადლობა დახმარებისთვის, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, პირველივე წუთებიდან გამოითქვა დახმარების სურვილი და ჩვენ მივიღეთ დახმარება აზერბაიჯანისგან, თურქეთისგან, სომხეთისგან, ასევე ბელორუსისგან, რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა გამოთქვა დახმარების. ვფიქრობ, რომ ეს წინადადება არის მისასალმებელი. ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. სწორედ გამომდინარე პასუხისმგებლობის ამ მაღალი ხარისხიდან, ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გაგვაჩნია ძალიან რთული ურთერთობა რუსეთთან, ასეთი წინადადება არის მისასალმებელი.'', - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეის მდგომარეობით, 2 ქართული, 1 აზერბაიჯანული, 1 ბელარუსული და 2 თურქული ვერტმფრენი, ასევე 1 თურქული თვითმფრინავი მონაწილეობს. ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდგომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო ტერიტორიას შესწავლის, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება განსახორციელებელი ღონისძიებები.

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

16 ივლისი, 2018

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები