აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში ფერმერთა მომსახურების ცენტრებს ააშენებენ

აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში ფერმერთა მომსახურების ცენტრებს ააშენებენ
24 / 08 / 2017 13:10

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრი 2017 წლის ქვეპროგრამის "ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა’’-ფარგლებში, აჭარის რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტისათვის გეგმავს ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიული სისტემის ფორმირებას.

ამის შესახებ "აიპრესს" აგრპროექტების მართვის ცენტრის დირექტორმა ჯამბულ აბულაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება სასოფლო-სამეურნეო აგრომომსახურების ცენტრები, რომლებიც აღიჭურვება, სამაცივრე მეურნეობებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამხარისხებელ-შემფუთავი ტექნოლოგიური ხაზებით, შესაბამისი სატრანსპორტო და წარმოების სხვა საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის ტრანსპორტირებას, დახარისხებას, შენახვასა და სარეალიზაციო ქსელში მოხვედრას, რაშიც ფერმერმერებს დაეხმარება ჭარბად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში.

შედეგად, ფერმერის შემოსავალი პირდაპირ იქნება მიბმული პროდუქციის საბოლოო სარეალიზაციო ფასთან. ამ სისტემით ფერმერებს შეეძლებათ პროდუქცია გაყიდონ სასურველ ფასად, რისთვისაც მხოლოდ ლოჯისტიკური ამოცანების შესრულების თანხას გადაიხდიან. აღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2 644 540 ლარია.

„აგრო მომსახურების ცენტრების შექმნა გულისხმობს, შენობებს, სადაც განთავსდება და დამონტაჟება ტექნოლოგიური ხაზები. სასოფლო წარმოების პროდუქციის შემფუთვა დამხარისხებელი დანადგარები, რის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ადგილზე წარმოებული პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დახარისხება, შეფუთვა, ეტიკეტირება, შენახვა ტრანსპორტირება.
შესაბამისად თითოეულ მუნიციპალიტეტში მისი ფუნქციონირება მომსახურების ცენტრი აღჭურვილი იქნება სატრანსპორტო საშუალებებით. ასევე მშრალი სასაწყობო და სამაცივრე მერნეობებით. „ განაცხადა აიპრესთან ა(ა)იპ აგრპროექტების მართვის ცენტრის დირექტორმა ჯამბულ აბულაძემ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება