საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500,000 ლარს გამოყოფს

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500,000 ლარს გამოყოფს

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500,000 ლარს გამოყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას ''ევექსი'' ავრცელებს.

''დღეს მთელი ქვეყანა შეძრულია იმ სტიქიით, რაც საქართველოს ტყის მასივებში ხდება. ჩვენ ყველანი ერთად ვუყურებთ მეხანძრეებისა დამაშველების გმირულ შემართებასა და თავდაუზოგავ ბრძოლას სტიქიასთან.

ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სწრაფად მოხდება ეკოლოგიური ზიანის აღდგენა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიები: „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“, ფარმაცევტული კომპანიები „ჯპს“, „ფარმადეპო“ და სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ საქართველოში ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500,000 ლარს გამოყოფს. '' - ნათქვამია ''ევექსის'' განცხადებაში.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები