უდუმაშვილი: მზად ვართ, ელისაშვილს 10 000 ხელმოწერის შეგროვებაში დავეხმაროთ

უდუმაშვილი: მზად ვართ, ელისაშვილს 10 000 ხელმოწერის შეგროვებაში დავეხმაროთ
24 / 08 / 2017 18:29

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს 10 ათასი ხელმოწერის სეგროვებასი დახმარებას სთავაზოსბს და აცხადებს, რომ მელისაშვილის თანხმობის შემთხვევაში მისი შტაბი ხვალ დილიდან დაიწყებს მხარდამჭერების მობილიზებას.

"დღს გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ოპოზიოციური კანდიდატისგან, ალეკო ელისაშვილისგან, საიდანაც ირკვევა, რომ ხელისუფლება საარჩევნო მანიპულაციებით ცდილობს მის არჩევნებში მონაწილეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. საუბარია კანონსში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით ალეკო ელისაშვილი ვალდებულია ერთი კვირის განმავლობაში 10 000 ხელმოწერა წარადგინოს. მე ვაცხადებ, ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანაა ოქტომბერში დავასრულოთ თბილისში "ქართული ოცნება“.

ამისთვის კი აუცილებელია ქვეყანაში ჩავატაროთ სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები ქვეყანაში. შესაბამისად, მე ვთავაზობ ალეკო ელისაშვილს ჩემი რესურსით სრულ დახმარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მზად ვართ უმოკლეს ვადაში შევაგროვოთ 10 000 ხელმოწერა და მისი თანხმობის შემთხვევაში ჩემი შტაბი ხვალ დილიდან დაიწყებს მხარდამჭერების მობილიზებას. იგივეს მოვუწოდებ ყველა პროდასავლურ კანდიდატს. შეგახსენებთ, რომ ამ არჩევნებში ჩვენი მთავარი მიზანია ერთად გავისტუმროთ თბილისიდან ”ქართული ოცნება”, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება