ბორჯომში, სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დილიდან, ათასზე მეტი სამხედრო სპეცტექნიკით ჩაერთო

ბორჯომში, სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დილიდან, ათასზე მეტი სამხედრო სპეცტექნიკით ჩაერთო

ბორჯომის ხეობაში არსებული სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთო. საგანგებო შტაბის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის აღმოსავლეთის სარდალმა შავლეგო ტაბატაძემ მოქმედების გეგმა გააცნო.ინფორმაციას მთავრობის სადმინისტრაცია ავრცელებს.

ბორჯომის ხეობაში სტიქიას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის და საინჟინრო ბრიგადის, ათასზე მეტი სამხედრო, სპეციალური ტექნიკით შეებრძოლება. ჯარისკაცები ახლადგაჭრილი გზების მეშვეობით, ცეცლის კერებს მიუახლოვდებიან, მათ ლოკალიზაციას და შემდგომ დამუშავებას მოახდენენ. ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია.

თუმცა რამდენიმე მონაკვეთზე ხანძარი კვლავ ფიქსირდება. კვლავ აქტიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, ჩართულია ავიაცია. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შტაბის წევრებს სამოქმედო გეგმა განუსაზღვრა და კოორდინაციის კუთხით რამდენიმე დავალება გასცა.

 "კორცხელის საქმეზე" ნუგზარ წიკლაური დაიკითხა

"კორცხელის საქმეზე" ნუგზარ წიკლაური დაიკითხა

18 აპრილი, 2018

ზუგდიდის რაიონულ სასმართლოში ე.წ კორცხელის საქმეზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს მრჩეველი ნუგზარ წიკლაური დაიკითხა. მან სხდომაზე 2016 წლის 22 მაისს სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირება ორ ეპიზოდად დაყო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები