''ქართული ოცნების'' საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები (სრული სია)

''ქართული ოცნების'' საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები (სრული სია)
01 / 09 / 2017 21:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია ბოტანიკურ ბაღში წარადგინა.

სია ასე გამოიყურება:

ჯაბა ჯიშკარიანი - (მთაწმინდა)

დაიბადა 1985 წელს. პროფესიით ფინანსისტი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2002 წლიდან ჩართულია საზოგადოებრივ აქტივობაში - არის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანასწორობის ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელი. იყო „ქართული ოცნების“ მთაწმინდის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი. 2014 წლიდან დღემდე მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

გიორგი მუსხელიშვილი - ( ვაკე /ძირეული ვაკე, ბაგები, წყნეთი/)

დაიბადა 1971 წელს. პროფესიით ინჟინერ-მშენებელი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 2002-2008 წლებში მუშაობდა კერძო კომპანიებში აღმასრულებელ პოზიციებზე. 2011 წლიდან არის კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წევრი. 2013 წლიდან დღემდე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ჩინეთ-საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის ასოციაციის პრეზიდენტია.

გიორგი ბირბიჩაძე - (ვაკე / ვაჟა-ფშაველა, ნუცუბიძე)

დაიბადა 1985 წელს. პროფესიით ექიმი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი. განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2004-2006 წლებში საქმიანობდა მედიცინის სფეროში, აქვს მენეჯერული გამოცდილება. 2015 წლიდან იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის წარმომადგენელი, ხოლო 2016 წლიდან დღემდე გამგებლის მოადგილე.

ავთანდილ ცინცაძე - ( საბურთალო/ ვაშლიჯვარი, დიდი დიღომი, სოფელი დიღომი )

დაიბადა 1982 წელს. პროფესიით ფინანსისტი, სპორტსმენი. განათლება მიღებული აქვს ევროპის უნივერსიტეტში. 2012 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს სამბოს ეროვნულ ფედერაციაში ვიცე პრეზიდენტის, ხოლო 2016 წლიდან ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე. პარალელურად, 2012-2014 წლებში, იკავებდა სამბოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის პოზიციას.

დავით უთმელიძე - (საბურთალო / საბურთალოს ქუჩა, გაგარინი, გოთუა, მარცხენა ნაწილი/)

დაიბადა 1973 წელს. პროფესიით ისტორიკოსი და პოლიტოლოგი. დაამთავრა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესიული გამოცდილება უკავშირდება შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, 2014 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. არის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე.

ვახტანგ შაქარიშვილი - (საბურთალო/ დოლიძე-ბახტრიონი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, მარჯვენა ნაწილი/)

დაიბადა 1991 წელს. არის სოციალურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 2012 წლიდან მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ამომრჩეველთა ლიგაში“, ხოლო 2014 წლიდან დღემდე ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ასევე არის ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის ანალიტიკოსი.

თემურ გორგაძე - (კრწანისი)

დაიბადა 1975 წელს. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი. 2003 წლიდან ჩართულია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი, 2014 -2016 წწ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კრაწანისის რაიონის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელი, ხოლო 2017 წლიდან პარლამენტის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელია. ასევე არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კრწანისის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი.

ილია ჯიშკარიანი - (ისანი/ქეთევან წამებულის გამზირი, ავლაბარი, მეტრომშენი)

დაიბადა 1965 წელს. პროფესიით ინჟინერი, კავშირგაბმულობის სპეციალისტი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. სამუშაო გამოცდილება უკავშირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შემდგომ კი კერძო კომპანიის მენეჯმენტს. 2012-2013 წწ. იყო კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ისნის რაიონის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილე, 2014 წელს კი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. არის ფრაქცია ,,თბილისელები“-ს თავმჯდომარის მოადგილე.

ნინო ლაცაბიძე - (ისანი / ნავთლუღი)

დაიბადა 1985 წელს. პროფესიით დიპლომატი. დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 2008 წლიდან მუშაობს ქ. თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში, 2013 წლიდან საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგ ცენტრში, 2015 – 2017 წწ. კი საქმიანობას განაგრძობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა თანამდებობებზე. იყო მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი.

ლევან დავითაშვილი (ისანი)

დაიბადა 1979 წელს. პროფესიით ინჟინერი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 2000-2004 წლებში მუშაობდა საჯარო სექტორში. დღემდე მუშაობს კერძო კომპანიის მენეჯმენტში.

გიორგი დოხტურიშვილი - (სამგორი/ვარკეთილი მასივი /მეტრომდე)

დაიბადა 1988 წელს. პროფესიით აგროტექნოლოგი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი. 2010-2014 წწ. მუშაობდა ქალაქ თბილისის საკრებულოში, 2010 წლიდან ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიაში, 2013 წლიდან ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო პოლიტიკის კომისიებში, შემდგომ კი საერთაშორისო ურთიერთობათა კომისიაში.

გიორგი ტყემალაძე - (სამგორი/ ორხევი, ლილოს დასახლება, აეროპორტი )

დაიბადა 1975 წელს. პროფესიით ინჟინერი. დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. 2000-2002 წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო მინისტრის თანაშემწედ. 2007-2010 წწ. იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მესამე მოწვევის საკრებულოს წევრი, 2010 წელს გახდა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის წევრი. 2010 წლიდან დღემდე საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ვიცე პრეზიდენტია. 2014 წლიდან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრი და თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.

რევაზ სოხაძე - (სამგორის მაჟორიტარი /ვარკეთილი მეტროს ზევით/)

დაიბადა 1978 წელს. პროფესიით ჯანდაცვის სპეციალისტი და ფინანსისტი. დაამთავრა უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტი”. მაგისტრატურა გაიარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელმძღვანელობდა მაჟორიტარი დეპუტატის საარჩევნო შტაბს.

თამარ ტალიაშვილი - (ნაძალადევი/თემქა)

დაიბადა 1979 წელს. პროფესიით სამართლის დოქტორი, პროფესორი, კვლევით საქმიანობას ეწეოდა გერმანიაში მაქს-პლანკის ინსტიტუტში. 2014 წლიდან არის საკრებულოს წევრი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, არჩეული იყო ევროსაბჭოს რეგიონთა კომიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლად. სხვადასხვა დროს იკავებდა სამართლის სკოლის დეკანის თანამდებობას დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდა საერთაშორისო საავტორო სამართლის პროგრამას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გახლდათ ამერიკის იუსტიციის ასოციაციის დელეგატი. არის ორმოცდაათამდე პუბლიკაციის ავტორი.

რიმა ბერაძე - (ჩუღურეთი )

დაბადა 1955 წელს. პროფესიით ეკონომისტი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი. 2012 წლიდან დღემდე არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ჩუღურეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

ვლადიმერ ძნელაძე - (დიდუბე/აღმაშენებლის გამზირის მხარე)

დაიბადა 1970 წელს. პროფესიით ეკონომისტი. დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი ინსტიტუტი. 2003 – 2012 წწ. ს.ს. ხელმძღვანელობდა თელასის რეგიონალურ სამსახურს. 2014 წლიდან დღემდე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე და დიდუბის რაიონის მაჟორიტარია.

თარაშ შურღაია - (დიდუბე/დიღმის მასივის მხარე )

დაიბადა 1977 წელს. პროფესიით ეკონომისტი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 2013 წლამდე იყო მარკეტინგის მენეჯერი სხვადასხვა კომპანიაში. 2014 წლიდან ჩართულია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში. იყო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, (დიდუბის რაიონის, დიღმის მასივის) მაჟორიტარი დეპუტატი. 2016 წლიდან დღემდე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარეა.

დავით ჭელიძე - (ნაძალადევი/ძველი ნაძალადევი, ლოტკინი / )

დაიბადა 1966 წელს. პროფესიით სამართალმცოდნე. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, 2012 წლიდან კი ,,ქართული ოცნების“ ნაძალადევის შტაბის უფროსი. 2014 -2016 წწ. ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა, ხოლო 2016 წლიდან დღემდე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე.

მიხეილ ამაშუკელი - ( ნაძალადევი )

დაიბადა 1983 წელს. პროფესიით სამართალმცოდნე. მუშაობდა პროექტების მართვის მიმართულებით, იყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრი, ეკავა სხვადასხვა თანამდებობები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში. ამჟამად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. პოლიტიკაში ჩართულია 2003 წლიდან „საქართველოს ახალგაზრდობის ქრისტიან-დემოკრატიული ასოციაციის“ ფარგლებში, მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ მოძრაობაში.

ალექსანდრე ხუჯაძე ( ნაძალადევი / სანზონა )

დაიბადა 1976 წელს. პროფესიით ბიზნეს იურისტი. დაამთავარა თბილისის ივ.ჯავახიშვილი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2000-2003 წწ. მუშაობდა,,საქართველოს ბანკის“ გლდანის ნაძალადევის ფილიალში.. 2003-2005 წწ. რუსეთის ფედერაციაში იყო მოსკოვის ოლქის რუზის რაიონის ფირმა ,,კოლოს“ მენეჯერი. 2006-2016 წლამდე თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იკავებდა მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციას. 2016 წლიდან დღემდე სამშენებლო კომპანია შპს ,,ეი იქს აქს“ აღმასრულებელი დირექტორია.

ქეთევან მამულაშვილი - (სამგორი / მოსკოვის გამზირი, აფრიკა)

დაიბადა 1992 წელს. პროფესიით იურისტი. დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. 2013-2016 წლებში იყო საქართველოს კონსერვატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი. 2015 წლიდან დღემდე ევროპელი ახალგაზრდა კონსერვატორების პრეზიდენტია. 2016 წლიდან დღემდე არის კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

შალვა ოგბაიძე - ( გლდანი/ ზაჰესი, ავჭალა, გლდანულა, სოფელი დიღომი)

დაიბადა 1956 წელს. პროფესიით სამართალმცოდნე, იურისტი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკის ფაკულტეტი. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები თბილისის მერიის მუნიციპალიტეტში, ასევე გახლდათ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი. ეწევა როგორც სამეცნიერო საქმიანობას, ასევე, არის კონსულტანტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. 1995 წლიდან საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტია. 2014 წლიდან იგი თბილისის საკრებულოს წევრია.

ოთარ გრიგოლია - (გლდანი / ლუწი მიკრორაიონები /

დაიბადა 1986 წელს. პროფესიით ეკონომისტი. დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2011 წელს გახდა დევიდ ლინჩის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. 2015-2017 წწ. გახლდათ ეკონომიკური პოლიტიკის ანალიტიკოსი ,,საქართველოს მომავლის პროექტში“. 2016 წლიდან დღემდე სოლიდარობის ცენტრის თბილისის ოფისის მკვლევარი და პროექტის ხელმძღვანელია.

გულია გოცირიძე - (გლდანი /კენტი მიკრორაიონები )

დაიბადა 1960 წელს. პროფესიით ეკონომისტი. 1987-1996 წლებში მუშაობდა გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროს ტექნიკოსად, 1996-2004 წლებში კი კონცერნ ,,საქ.ავტოგზა”-ს დირექტორად. არის ქალთა კლუბის საბჭოს თავმჯომარე. 2012 წლიდან დღემდე კერძო კომპანიის მენეჯერ-ეკონომისტია.

ქეთევან ჯოხაძე - (გლდანი /მუხიანი )

დაიბადა 1976 წელს. დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლეთ ევროპის ენები და ლიტერატურის ფაკულტეტი. ასევე, თბილისის საფინანსო ეკონომიკურ კოლეჯ - საბანკო საქმე. მუშაობდა სხვადასხვა პოზოციაზე საქართველოს პარლამენტში. ეკავა „საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობა, დღემდე „კონსერვატიული პარტიის“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარეა. არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება