პრეზიდენტი: დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი იდგმება წინ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად

პრეზიდენტი: დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი იდგმება წინ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად
03 / 09 / 2017 15:30

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალციხეში, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "Agile Spirit 2017" გახსნა და წვრთნებში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართა.

მრავალეროვნული სწავლება "Agile Spirit 2017" საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით იმართება. წვრთნები სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მისი მიზანი ნატო-ს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში, ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის დახვეწაა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა წვრთნებში მონაწილე სამხედროებისადმი მიმართვისას განაცხადა, უმნიშვნელოვანესია საქართველოს როლი გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვაში.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით უდგება საკუთარ როლს გლობალური მშვიდობის გაღრმავების პროცესში. მე თავს ვხრი იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემი ქვეყნის და გლობალური უსაფრთხოების გამყარებას თავისი სიცოცხლე შესწირა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, როდესაც საქართველოში მიმდინარეობდა ჰიბრიდული ომი და ორგანიზებული მცდელობა იმისთვის, რომ გაეხლიჩათ ჩემი სამშობლო, ქართველი მშვიდობისმყოფელები თავიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართულნი იმ ღირებულებების განმტკიცებაში, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს იყო კოსოვოც, ეს იყო ერაყიც, ეს არის ავღანეთიც, ეს არის ცენტრალური აფრიკაც. იქ, სადაც ქართველი მეომრები, ქართული ჯარი ამტკიცებს გლობალურ სტაბილურობას და მაღლა აღმართავს ჩვენი ქვეყნის დროშას.

დღეს ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები. დღეს საქართველოში იხვეწება თქვენი უნარ-ჩვევები. დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი იდგმება წინ, რომ საქართველო, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ხალხის დაცულობა იყოს უზრუნველყოფილი. კიდევ ერთხელ მივესალმები წვრთნას, რომელიც უკვე ტრადიციულია. Agile Spirit - ლაღ სულს ნიშნავს და სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები ლაღად განვითარდეს, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება ლაღად განვითარდეს, ჩვენი საზოგადოებები და სახელმწიფოები მშვიდობიანად ვითარდებოდეს, დღეს თქვენი ერთად დგომა, თქვენი კოორდინაცია, თქვენი სიმტკიცე უმნიშვნელოვანესია'', - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი წვრთნების გახსნის ცერემონიას თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან დავით რაქვიაშვილთან და გენშტაბის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა წვრთნებში მონაწილე ყველა ქვეყნას, საქართველოს პარტნიორებს და წვრთნების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება