"დედა მუსლიმია, მე ქრისტიანი, ის აღდგომას მილოცავს, მე - ყურბან-ბაირამს“ - ორი რელიგია ერთ ოჯახში

"დედა მუსლიმია, მე ქრისტიანი, ის აღდგომას მილოცავს, მე - ყურბან-ბაირამს“ - ორი რელიგია ერთ ოჯახში

მუსლიმები რამაზან-ბაირამის დღესასწაულიდან 70 დღის შემდეგ, ყურბან-ბაირამის, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს ზეიმობენ.

ყურბან-ბაირამის არსი ადამიანის მსხვერპლად შეწირვის აკრძალვასთან არის დაკავშირებული. ტრადიციულად ამ დღეებში, მუსლიმი ოჯახები საკლავს კლავენ და მას ახლობლებსა და მეზობლებს, რელიგიური კუთვნილების განურჩველად, უნაწილებენ. შესაბამისად, ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების იდეისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის ზეიმიცაა.

ამავე დღეს მორწმუნე კაცები მეჩეთში დილის ლოცვას აღავლენენ. სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ ტკბილეულს, ხალვას და მიდიან წინაპრების საფლავებზე მათი სულის მოსახსენიებლად. მუსლიმები ყურბან ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ. საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს დღესასწაული მიულოცა პრემიერმა, სახალხო დამცველმა და თითოეულმა ჩვენგანმა.

ხულოში მცხოვრები სოსო მელაძის ოჯახში სამი წევრი ცხოვრობს, მშობლები მუსლიმები არიან, თავად სოსო კი მეორე კლასიდან მოინათლა და მართლმადიდებელი ქრისტიანია. როგორც სოსო „აიპრესთან“ ყვება, ის, რომ ოჯახში ორი რელიგიის მიმდევრები არიან, ეს ხელს სულაც არ უშლით. მისივე თქმით, ერთმანეთის სარწმუნოებას დიდ პატივს სცემენ და დღესასწაულებსაც ჩვეულებრივ ულოცავენ ერთმანეთს.

„დედაჩემი მუსლიმური სარწმუნოების მიმდევარია, დღეს ის ყურბან ბაირამს აღნიშნავს, მე ჩვეულებრივად მივულოცე ეს დღესასწაული, რადგან ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე მისთვის, თვითონაც აღდგომას, შობას და ყველა დღესასწაულს მილოცავს, ოჯახში ისევე როგორც ხატების კუთხე, ასევე გვაქვს ყურანის კუთხეც მოწყობილი. მე ჩვეულებრივ ვმარხულობ და ამ დროს დედაჩემი ცდილობს სამარხო კერძები მომიმზადოს.“ განაცხადა ''აიპრეთან'' სოსო მელაძემ.

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

17 ივლისი, 2018

რუსთაველის ქუჩაზე მიმავალი მიკროავტობუსი ჯერ ველოსიპედს დაეჯახა, შემდეგ კი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას. ავარიის შედეგად დაშავდა არასრუწლოვანი, რომელიც ველოსიპედს მართავდა და „მერსედესის“ მძღოლი. დაშვებულები სასწრაფო...

ახალი სტატიები