ზურაბ პატარაძე: უცხოელი ინვესტორების მხრიდან აჭარის მიმართ დაინტერესებამ საკმაოდ იმატა

ზურაბ პატარაძე: უცხოელი ინვესტორების მხრიდან აჭარის მიმართ დაინტერესებამ საკმაოდ იმატა

აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე "აიპრესთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ აჭარის რეგიონში 2016 წელს კერძო ადგილობრივმა და უცხორუმა ინვესტიციებმა 428 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 71% უცხოური ინვესტიცია იყო.

მისი ინფორმაციით, რეგიონში ინვესტიციების კუთხით ლიდერობს ენერგეტიკის, ტურიზმის და სამშენებლო ბიზნესის სექტორები.

„ეს ჩვენ ძალიან გვახარებს და მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი რეგიონის მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალია. ვფიქრობ, წელსაც და მომავალ წელსაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვექნება“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ზურაბ პატარაძის თქმით, როგორც ინვესტიციების განხორციელების, ისე ტურისტების რაოდენობით ლიდერობენ აზერბაიჯანი, თურქეთი, ყაზახეთი.

„ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა ისრაელიდან, ასევე საქმიანი წინადადებებიც მოდის მათგან, აქტიურობს ირანი, ემირატები, ყატარიდან ბლომად სტუმრები გვყავს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბელარუსი, როგორც ტურისტულ სეგმენტში, ასევე ვაჭრობის განვითარების კუთხით, ბელარუს ბიზნესმენებს დიდი ჰიპერმარკეტის გახნის სურვილი აქვთ. სექტემბრის დასაწყისში ჩვენთან წამყვან ტელევიზიებთან ერთად ჩამოვლენ 100-მდე სხვადასხვა ბიზნეს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები“, - აცხადებს ზურაბ პატარაძე „აიპრესთან“. 

 "კორცხელის საქმეზე" ნუგზარ წიკლაური დაიკითხა

"კორცხელის საქმეზე" ნუგზარ წიკლაური დაიკითხა

18 აპრილი, 2018

ზუგდიდის რაიონულ სასმართლოში ე.წ კორცხელის საქმეზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს მრჩეველი ნუგზარ წიკლაური დაიკითხა. მან სხდომაზე 2016 წლის 22 მაისს სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირება ორ ეპიზოდად დაყო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები