ჯეჯელავა: თბილისის სკოლების ნაწილში ვაშლების დარიგება სექტემბრიდან ამოქმედდება

ჯეჯელავა: თბილისის სკოლების ნაწილში ვაშლების დარიგება სექტემბრიდან ამოქმედდება
05 / 09 / 2017 16:23

ჩვენი მიზანია, ბავშვების ყურადღება სასუსნავებიდან და შაქრიანი სასმელებიდან ჯანსაღ საკვებზე გადავიტანოთ, - ეს განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი თქმით, თბილისის სკოლების ნაწილში ვაშლების დარიგება სექტემბერში ამოქმედდება. ჯეჯელავა აცხადებს, რომ შესაბამისი გეგმა უკვე დამტკიცებულია.

„ეს არის ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ნაწილი და შესაბამისად, სექტემბრიდან დაწყებული დეკემბრამდე მართლაც, ზოგიერთ თბილისის მსხვილ სკოლაში კვირაში ერთხელ ასეთი კამპანია გვექნება. ჩვენი მიზანია, ბავშვების ყურადღება სასუსნავებიდან და შაქრიანი სასმელებიდან ჯანსაღ საკვებზე გადავიტანოთ. პროექტი უკვე მზად არის და სექტემბრიდან ამოქმედდება“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ცნობისთვის, ახალი სასწავლო წლიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა იკრძალება, მათ შორის - საღეჭი რეზინის, კანფეტის, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების (მაგალითად ჩიფსები). ასევე იკრძალება მაიონეზით შეზავებული პროდუქციის, სოკოს, დაკონსერვებული პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის, ასევე გაზიანი სასმელების გაყიდვა, გარდა მინერალური წყლისა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება