პრემიერი: კახეთს განსაკუთრებული კულტურული პოტენციალი და მდიდარი ინტელექტი აქვს

პრემიერი: კახეთს განსაკუთრებული კულტურული პოტენციალი და მდიდარი ინტელექტი აქვს

"მინდა გითხრათ, რომ კახეთს კულტურული მიმართულებით აქვს განსაკუთრებული პოტენციალი. ეს რეგიონი ყოველთვის მდიდარი იყო ინტელექტით და სწორედ ეს ინტელექტი ინარჩუნებს დღემდე იმ თვითმყოფადობას, იმ განსაკუთრებულ კულტურას, რომელიც აქ წარმოიშვა და რომელმაც არა მარტო კახეთის, არამედ საქართველოს თვითმყოფადობის შენარჩუნებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა. " - განაცხადა პრემიერმა კახეთში, კანდიდატების წარდგენისას

"სწორედ ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კულტურის განვითარებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებული რესურსი დაიხარჯება, რათა თითოეულ რეგიონში ახალგაზრდებს ჰქონდეთ ადგილი, სადაც ისინი მივლენ, ნახავენ ახალ სპექტაკლებს, კინოხელოვნების ახალ ნიმუშებს და არ იქნება საჭიროება იმისა, რომ ამისთვის აუცილებლად დედაქალაქში იყოს წასასვლელი. ადგილობრივი კულტურის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, როგორც ცენტრალური ბიუჯეტის ასიგნირების კუთხით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში." - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პარლამენტმა საქართველოს პრემიერმინისტრად მამუკა ბახტაძე აირჩია

პარლამენტმა საქართველოს პრემიერმინისტრად მამუკა ბახტაძე აირჩია

20 ივნისი, 2018

99 მომხრე , 6 წინააღმდეგი - პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გახდა; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით...

ახალი სტატიები