დავით მათიკაშვილი: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საარჩევნო გარემო მოწესრიგებული იყოს

დავით მათიკაშვილი: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საარჩევნო გარემო მოწესრიგებული იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო იყოს, ერთი მხრივ, კანონმდებლობის კუთხით აბსოლუტურად მოწესრიგებული.

ამის შესახებ დავით მათიკაშილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"მე მინდა, სწორედ არჩევნებზე გესაუბროთ, ვისაუბრო საარჩევნო გარემოზე, და მარტივი პარალელი შეიძლება გაევლოს იმ პერიოდთან და ამ პერიოდთან. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია, გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება არის სწორედ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და მაქსიმალურად მიახლოება მაქსიმუმზე, რასაც დემოკრატიული სტანდარტები ჰქვია. ამას ვერავინ ვერ უარყოფს. ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას წინა სესიის დასრულებამდე. მაშინ ისეთ ცვლილებებზე დათანხმდა ხელისუფლება, რომელსაც არცერთ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა ის ხელისუფლება, რომელიც დღეს ოპოზიციაშია და მოქმედმა ხელისუფლებამ თავისი ნებით და სურვილით, რომ დემოკრატიული თეზა, დემოკრატიული მიმართულება იყოს ყოველდღიური ჩვენი საქმიანობის ნაწილი, გადადგა ეს ნაბიჯი. მე ვგულისხმობ იმ მოცემულობას, როდესაც შესაძლებელია რეგიონებში კანდიდატები ერთდროულად მერის არჩევნებშიც იყოს მონაწილე და პროპორციულ სიაშიც. ამას არცერთ შემთხვევაში არ გააკეთებდა ნაციონალური ხელისუფლება, იმიტომ, რომ ეს მის ინტერესში არ შედიოდა. ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო იყოს, ერთი მხრივ, კანონმდებლობის კუთხით აბსოლუტურად მოწესრიგებული და მეორე მხრივ, ჩვენ ცხელი ზაფხული გადავიტანეთ, იქნება შემოდგომა, იქნება საარჩევნო ბატალიები. მე ვისურვებდი, რომ ეს იყოს ჯანსაღი საარჩევნო მარათონი და იმისთვის, რომ ამ მარათონმა ძალიან წარმატებით ჰპოვოს დასასრული, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, ამის პირობას ვდებთ",-განაცხადა მათიკაშილმა.

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას  ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

20 ივნისი, 2018

"ჩვენ მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ...

ახალი სტატიები