ხულოში წვიმს, მაგრამ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ხულოში წვიმს, მაგრამ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ხულოში, შავნაბადას მთაზე ამ დროისთვის წვიმს. მოსული ნალექი არ არის საკმარისი ხანძრის სრული ლიკვიდაციისთვის, ამიტომ მუშაობა გრძელდება.

ხანძრის სალიკვიდაციო შტაბი დილიდანვე შეიკრიბა და განაახლა მუშაობა. კლიმატური პირობების გამო ავიაცია სამუშაოებში ამ ეტაპზე ვერ ერთვება. ადგილზე ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა აგრძელებს მუშაობას.

''დღეს დილიდან მთაში წვიმს. დაეცა ტემპერატურა. არის საკმაოდ ძლიერი ნისლი. კლიმატური პირობების გამო ცოცხალი ძალა ჯერ ლოკაციებთან მისული არ არის. მუშაობს მძიმე ტექნიკა. ამ ეტაპისთვის დაახლოებით 50-მდე ადამიანი გასულია სხვადასხვა ლოკაციებზე, რომ ადგილზე შეაფასოს ვითარება და მდგომარეობა“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ მედიასთან ინტერვიუში.

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

17 ივლისი, 2018

რუსთაველის ქუჩაზე მიმავალი მიკროავტობუსი ჯერ ველოსიპედს დაეჯახა, შემდეგ კი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას. ავარიის შედეგად დაშავდა არასრუწლოვანი, რომელიც ველოსიპედს მართავდა და „მერსედესის“ მძღოლი. დაშვებულები სასწრაფო...

ახალი სტატიები